ტურიზმი

ტურიზმი — დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან ბიზნეს მიზნებით მოგზაურობას ნიშნავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი, რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის ან სხვა მიზნებით.“[1]

ტურიზმი პოპულარული, გლობალური საქმიანობა გახდა 2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც 6,6 %-იანი ზრდა იყო 2009 წელთან შედარებით. 2010 წელს, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $919 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (693 მლრდ ევრო), რაც წინა წელთან შედარებით 4,7 %-იანი ზრდა იყო.[2] 2000-იანი წლების ბოლოს დატრიალებულმა მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ტურიზმზე საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედა, დაღმასვლა დაიწყო 2008 წლის ივნისში და ამავე წელს საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების რიცხვმა 2%-ით იკლო.[3] ეს ნეგატიური ტენდენცია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა 2009 წელს, რადგან ბევრ ქვეყანაში იფეთქა H1N1 ვირუსმა, რასაც საერთაშორისო ტურისტული ჩასვლების 4%-იანი კლება მოჰყვა და მან 880 მილიონი შეადგინა, მიღებული შემოსავლები კი 6%-ით შემცირდა.

ტურიზმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისთვის, მაგალითად ისეთებისთვის, როგორებიცაა საფრანგეთიეგვიპტესაბერძნეთილიბანიისრაელიგაერთიანებული სამეფოაშშესპანეთიიტალიატაილანდი, საქართველო და მრავალი კუნძულოვანი ერი, ისეთები, როგორებიცაა ბაჰამებიფიჯიმალდივებიფილიპინებისეიშელის კუნძულები ჰავაი. ეს უპირველესად განპირობებულია ფართო ინვესტიციებით სხვადასხვა საქმიანობაში, განსაკუთრებით მომსახურების სფეროში, რის შედეგადაც, მომსახურების ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობა დიდწილად კავშირშია ტურიზმთან. სერვისის ეს ინდუსტრია მოიცავს სატრანსპორტო გადაზიდვების სერვისს, მაგალითად ავიაციას, საკრუიზო გემებს, ტაქსებს, გამასპინძლების სერვისს, როგორიცაა საცხოვრებელში დაბინავება (სასტუმრო და სხვადასხვა თავშესაფარი). ასევე ამ ინდუსტრიას მიეკუთვნება გასართობი ადგილები, ისეთები როგორებიცაა გასართობი პარკები, კაზინოები, სავაჭრო ცენტრები, მუსიკალური დაწესებულებები და თეატრები.

ისტორია

დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, სასტუმროები, ქარვასლები, სტუმრის სახლები, ელიტარული ფენების წარმომადგენელთათვის საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები.

მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისათვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებდნენ. სამრეწველო რევოლუციის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნებში გამოგონებულ იქნა ორთქლმავალი და მატარებელი, რამაც არსებითი ზეგავლენა იქონია მოგზაურობის გააქტიურებაზე. პოპულარული ხდება მოდების მოყვარულთა გამგზავრება პარიზში, მუსიკის მოყვარულთა - იტალიაში, ხოლო ევროპის სხვადასხვა ქალაქებში სასწავლებლად გამგზავრებამ დიდი ტურის სახელი მიიღო. სწორედ ამ პერიოდში, 1841 წელს ინგლისელმა სასულიერო პირმა თომას კუკმა პირველად გაუწია ჯგუფის გამგზავრებას კომერციული მომსახურება. ორგანიზებული ჯგუფური ტური, რომელშიც შედიოდა 20 წუთიანი მგზავრობა რკინიგზით, ჩაის, ფუნთუშების და სასულე ორკესტრის თანხლებით. გზაში ექსკურსიამძღოლის ფუნქცია თავად კუკმავე იკისრა. ამ მოგზაურობაში მონაწილეობა მიიღო 450-მა ადაიანმა და თითოეულისთვის 1 შილინგად ფასობდა. კუკის ეს ქმედება ემსახურებოდა უფრო სოციალურ მიზნებს, ვიდრე კომერციულს. ის მიისწრაფოდა ამ ქმედებით ეჩვენებინა, რომ შეიძლება თავისუფალი დროის მიზანშეწონილად გამოყენება. მიუხედავად ამისა, ეს ფაქტი ორგანიზებული, კომერციული ტურიზმის პირველ ნაბიჯადაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში დღესაც არსებობს ეს ტურისტული ფირმა სახელწოდებით Thomas Cook and Son.

XX საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს ავტომობილის გამოგონება, თუმცა პირველ მსოფლიო ომამდე ტურისტთა ძირითადი ნაკადი მაინც სარკინიგზო და სანაოსნო ტრანსპორტით სარგებლობდა. 20-30-იან წლებში ჩნდება ტრანსპორტის კიდევ ერთი ეფექტიანი საშუალება - თვითმფრინავი, რაც აძლიერებს ტურისტულ აქტივობას.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება მასობრივი საერთაშორისო ტურიზმის განვითარების ხანა. 1950 წელს, საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 25 მილიონს აღწევს, 1970 წელს — 170 მილიონს, 1990 წელს — 400 მილიონს. ამჟამად თითიქმის ყველა ადამიანი მეტნაკლებად ჩაბმულია ტურისტულ საქმიანობაში. XX საუკუნის ბოლოს მთელ მსოფლიოში 4,5 მილიარდი ტურისტი მოგზაურობდა, მათ შორის 10% საერთაშორისო ტურისტები იყვნენ და ყოველწლიურად ხარჯავდნენ 100-150 მილიარდ აშშ დოლარს.

ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. საერთაშორისო ტურისტების 2/3 ევროპის ქვეყნებში მოგზაურობს. შემდეგ ყველაზე პოპულარული რეგიონია ამერიკა, რომლის წილად მოდის ტურისტების 20%, აღმოსავლეთ აზიასა და წყნარი ოკეანის ქვეყნებზე მოდის 10%, აფრიკაზე 3%.

2010 წელს, მსოფლიო მასშტაბით 940 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ჩასვლა განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 6.6%-ით მეტი იყო.

ქვემოთ მოცემულია საერთაშორისო ტურისტების მიერ მსოფლიოს ათი ყველაზე მონახულებადი ქვეყანა, რასაც აქვეყნებს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზცია. როგორც ცხრილიდან ჩანს, 2009 წელთან შედარებით ჩინეთმა გაუსწრო ესპანეთს, ერთი საფეხურით წინ წაიწია და მსოფლიოს მესამე ყველაზე მონახულებადი ქვეყანა გახდა. ათეულში შემავალი ქვეყნების უმრავლესობა ევროპული სახელმწიფოებია


სასწავლო კურსის მიზნები: სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნა ტურიზმის თეორიული საფუძვლების,ტურიზმის ფორმების დასახეების, ტურიზმის განვითარების ისტორიის;ტურიზმის ძირითადი ფინანსური და ეკონომიკური მაჩვენებლების; ტურისტული  ტერმინოლოგიის და დეფინიციების შესახებ; გააცნობიეროს ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა, ფუნქციონირების მექანიზმები და კავშირები ეკონომიკის ცალკეულ დარგებთან;  

ტურისტული ბაზრის ფუნქციონირების მექანიზმები; გამოუმუშაოს ტურიზმის განვითარების ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური შედეგების გაანალიზის უნარი. სწავლის შედეგები: სასწავლო კურსი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს შეიძინოს ფართო ცოდნა,  გამოიმუშავოს უნარები დამოახდინოს მათი დემონსტრირება შემდეგი მიმართულებებით:  

ცოდნა და გაცნობიერება  

იცის:  

  • ტურიზმის კატეგორიები, ფორმები და სახეები, ტურიზმის განვითარების მოკლე ისტორია,  ტურიზმის, როგორც მოგზაურობის ძირითადი ელემენტები; 
  • ტურიზმის, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი და დინამიური დარგის თეორიული საფუძვლები, ტურისტული ტერმინოლოგია და დეფინიციების საკმაოდ დეტალურიგანმარტებები; 

  

აცნობიერებს:  

  • ტურიზმის როლსა და მნიშვნელობას, როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ ასპექტში. ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი  

შეუძლია:  

  • ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების სტრუქტურული კლასიფიკაციისა და ტიპოლოგიური ნიშნების მიხედვით დაჯგუფება;  
  • მუშაობისწარმართვა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც დგას ქვეყანაში ტურიზმის განვითარების წინაშე; 
  • ბუნებრივრეკრეაციულიდაკულტურულირესურსებისოპტიმალურადწარმოჩენა დახასიათება. 

  

დასკვნის უნარი 

შეუძლია:  

  • სოციალური ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შეფასება მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პრობლემების გათვალისწინებით; 
  • მსოფლიო ტურისტული რეგიონების მიხედვით ტურიზმის განვითარების დინამიკის შეფასება;  
  • ტურისტული ინდუსტრიის ძირითადი სეგმენტების გათვალისწინების ტენდენციების ანალიზი;  
  • მომავალში ცალკეული ღონისძიებების დაგეგმვისა და პროფესიული სრულყოფისათვის ტურისტული ინდუსტრიის სეგმენტების შეფასება. 

კომუნიკაციისუნარი  

შეუძლია:  

  • კომუნიკაციის დამყარება კოლეგებთან ტურიზმის სფეროში;აქტიურად ჩართვა ტურიზმის თემატიკასთან დაკავშირებულ დისკუსიებში; 
  • დაინტერესებულისაზოგადოებისწინაშეტურიზმისთემატიკაზეაგებულისაინტერესომცირე პროექტებისწარდგენა 

  

სწავლის უნარი  

შეუძლია:  

  • დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს სწავლის პროცესი, იზრუნოს მიღებული სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, მიიღოს ფართო ცოდნა ტურიზმის სფეროში. ღირებულებები  

შეუძლია:  

  • ხელი შეუწყოს ტურიზმის სფეროში ღირებულებების დამკვიდრებას; 

  

სასწავლო კურსზე დაშვების წინაპირობები: კურსის შესწავლაწინაპირობებს არსაჭიროებს.   

სწავლებისა და სწავლის მეთოდები:სასწავლო კურსის შესწავლისათვის ლექციებზე,  დამოუკიდებელი მუშაობისას გამოიყენება სალექციო და წიგნზე მუშაობის მეთოდები,  დისკუსია/დებატები, დემონსტრირების მეთოდი, სავარჯიშო, სინთეზის და ანალიზის მეთოდები.  აგრეთვე, სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილეობა 

ყოველკვირეულ 2 საათიან ინდივიდუალურ მუშაობში. სწავლის პერიოდში გათვალისწინებულია შუალედური შეფასებები, ხოლო ბოლოს – დასკვნითი გამოცდა.  

  

სასწავლო კურსის შინაარსი:  

სასწავლო  კვირა 

თემა 

სილაბუსის გაცნობა.  

ტურიზმი XX საუკუნის ფენომენი. ტურიზმი,XX საუკუნის მძლავრიინდუსტრია.ტურიზმის განვითარების ისტორიული ეტაპები. ტურიზმის სოციოფსიქოლოგიური ასპექტები.ტურიზმის განვითარების რეგიონალური და გლობალური განვითარების პერსპექტივები. 

ტურიზმი - როგორც მოღვაწეობის (ბიზნესის) სფერო  

ტურიზმის ცნებები და ძირითადი განმარტებები. ტურიზმიიის ძირითადი სახეები და მიმართულებები. ტურიზმის მოტივაცია. ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები.

ტურისტული ინდუსტრია.ტურისტული რესურსები და ინფრასტრუქტურა.  ტურიზმის ორგანიზატორები. ტუროპერატორები,ტურისტული სააგენტოები ფუნქციები, ამოცანები.ინდივიდუალური და გეგმიური ტურიზმის სახესხვაობები. 

განთავსების საშუალებები., სატრანსპორტო საშუალებები დაგადაზიდვები.,ტურისტული ატრაქციები და ანიმაცია. კვების  მომსახურებატურიზმში. საბანკო და საფინანსო მომსახურება ტურიზმში.საექსკურსიომომსახურება ტურიზმში სადაზღვევო სისტემა ტურიზმში.



შენიშვნა   

   

ტურიზმის ორგანიზაცია და რეგულირება.  

ტურიზმი და გარემოს მენეჯმენტი. საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციები.  კადრების მომზადება და შერჩევა ტურიზმში,ტურიზმის სახელმწიფო რეგულირება.  ტურიზმი და კანონმდებლობა.

6-7 

შუალედური შეფასება 

ტურისტული პროდუქტის თეორია.ტურისტული პროდუქტის წყაროები.  ტურისტული პროდუქტის დონეები. ტურისტული პროდუქტის ფორმირება, წინსვლა,  გასაღება. 

ტურიზმის დარგობრივი სტრუქტურა.ტურიზმი რესურსულიპოტენციალისმიხედვით:ბუნებრივი ტურიზმი; საზოგადოებრივი ტურიზმი.

10 

სოციალური ტურიზმი.სოციალურიტურიზმი-ტურიზმის განსაკუთრებული ფორმა.სამომხმარებლო ბაზრისპოტენციურ კლიენტთა ასაკობრივისტრუქტურისგათვალისწინება (საპენსიო ასაკი). გართობისა და დასვენებისინდუსტრია სოციალურ ტურიზმში. სოციალური ტურიზმის საგადასახადოსტიმულირება. 

11 

შიდა ტურიზმი. შიდა ტურიზმის სოციო-ეკონომიკური მნიშვნელობა. შიდა და საერთაშორისო ტურიზმის განსხვავება.შიდა ტურიზმის სახეები.  

 

12 

ბუნებრივი  

ტურიზმისმიმართულებები.ეკოტურიზმი,ლანდშაფტური,სპელეოლოგიური,საზღვაო,  საწყალოსნო, ლიმნოლოგიური, გლაციალური,ბერდვოჩინგი, საფარი და სხვ.სამკურნალო ტურიზმი და კურორტოლოგია. 

13-14 

შუალედური შეფასება

15 

კულტურული ტურიზმი.კულტურა, როგორც მოტივაციური ფაქტორი.კულტურის ელემენტების როლი ტურისტული ინტერესების ფორმირებაში. კულტურულ ისტორიული და ბუნებრივი მემკიდრეობის დაცვა და გამოყენება. 

 

16 

სამკურნალო ტურიზმი და კურორტოლოგია. სამკურნალო ტურიზმის არსი და განვითარების მოტივაცია.კურორტოლოგია-სახეები. კურორტოლოგიის ისტორია.  

17 

საქართველოს ტურისტული პოტენციალი და განვითარების  

პერსპექტივები.საქართველოს ტურისტული რესურსები. არსებული მდგომარეობის შეფასება და განვითარების პერსპექტივები. 

 

18-19 

დასკვნითი გამოცდა 

20-21 

განმეორებითი გამოცდა 



 

 

შეფასების კრიტერიუმები: შეფასების კომპონენტები, მათი მოკლე აღწერა და შესაძლო ქულათა  მაქსიმუმი მოტანილია ცხრილში: 

შეფასების  

კომპონენტები 

მოკლე აღწერა 

მაქსიმალური  

ქულა 

 

 

ქვიზი 

ითვალისწინებს მეცადინეობაზე სავარჯიშოს შესრულებას, თითოეული ფასდება 2 (ორი) ქულით.

20 

პრეზენტაცია 

განვლილი მასალის საფუძველზე სტუდენტი მუშაობს მისთვის სასურველ პროექტზე და ახდენს მის პრეზენტაციას ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, სემესტრში ერთხელ. პრეზენტაცია ფასდება 10 ქულით.

10 

ტესტირება 

შესწავლილი მასალის საფუძველზე ტარდება წერითი ფორმით (ტესტირებით), მოიცავს 10 დახურულ კითხვას, თითოეული ფასდება 1(ერთი) ქულით, და 4  ღია ტიპის კითხვას, თითოეული ფასდება 5(ხუთი)  ქულით (ტარდება საგამოცდო ცენტრის მიერ).

30 

  

დასკვნითი გამოცდა 

შესწავლილი მასალის საფუძველზე ტარდება წერითი ფორმით (ტესტირებით), მოიცავს 10 დახურულ კითხვას, თითოეული ფასდება 1(ერთი) ქულით, და 6  ღია კითხვა, თითოეული ფასდება 5(ხუთი) ქულით (ტარდება საგამოცდო ცენტრის მიერ).

40 

სულ 

 

100 



შეფასების სქემები:  

ღია კითხვის შეფასების კრიტერიუმები 

კრიტერიუმი 

ქულა

საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის გადმოცემული, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასალის სრულყოფილ ცოდნას, ჩანს რომ საკითხიკრიტიკულადარისგააზრებული, წარმოდგენილიამისისრულყოფილიანალიზი -პოზიციადასაბუთებულია თანამიმდევრულიმსჯელობით და ლოგიკური დასკვნებით,  

სტუდენტი სრულყოფილადფლობსტერმინოლოგიას და ნათლად აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.

5

საკითხი სრულად არის წარმოდგენილი, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასალის ძირითადი ასპექტების (კომპონენტების) საფუძვლიან ცოდნას, თუმცა ფიქსირდება გარკვეული ხარვეზები, ჩანს რომ საკითხისაკმარისად გააზრებულია,  წარმოდგენილიამისი კარგი ანალიზი, თუმცა მსჯელობას აკლია თანამიმდევრულობა და გამოტანილი დასკვნები დასახვეწია, სტუდენტიფლობსტერმინოლოგიას და დამაჯერებლად აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.

4

საკითხთან დაკავშირებული მასალის მნიშვნელოვანი კომპონენტები წარმოდგენილია არასრულად, დაშვებულია არაარსებითი ხასიათის შეცდომა, ჩანს რომ საკითხისუსტადარისგააზრებული, წარმოდგენილიამისი დამაკმაყოფილებელი ანალიზი -მსჯელობა სუსტია და არათანამიმდევრული, დასკვნები არადამაჯერებელია,  

სტუდენტისუსტადფლობსტერმინოლოგიას და არადამაჯერებლად აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.

3

წარმოდგენილია საკითხთან დაკავშირებული მასალის მნიშვნელოვანი კომპონენტების  მცირე ნაწილი, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასლის ზედაპირულ ცოდნას,  დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა, ჩანს რომ საკითხიარარისგააზრებული,  მისიანალიზიარადამაკმაყოფილებელია (მსჯელობაწინააღმდეგობრივია და დასკვნები  მცდარია ან არ არის წარმოდგენილი), სტუდენტს უჭირს ტერმინოლოგიის გამოყენება  დასაკითხთან დაკავშირებული იდეებისა და მოსაზრებების ჩამოყალიბება.

2



წარმოდგენილია საკითხთან დაკავშირებული მასალის მხოლოდ ცალკეული  ფრაგმენტები, ავლენს საკითხთან დაკავშირებული მასლის მწირ ცოდნას, ფიქსირდება  არსებითი სახის შეცდომები, ჩანს რომ საკითხიარარისგააზრებული,  მისიანალიზიარადამაკმაყოფილებელია(მსჯელობა და დასკვნები მცდარია ან არ არის  წარმოდგენილი), სტუდენტივერფლობსტერმინოლოგიას და ვერ აყალიბებს საკითხთან  დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს.

1

საკითხი არ არის წარმოდგენილი ან არსებითად მცდარია, სტუდენტი ვერ მსჯელობს,  ვერ აყალიბებს საკითხთან დაკავშირებულ იდეებსა და მოსაზრებებს. 

0



  

ქვიზის შეფასების კრიტერიუმები:  

  

კრიტერიუმები 

ქულა 

  

სტუდენტი სრულყოფილად პასუხობს დასმულ შეკითხვას/შეკითხვებს სტუდენტი არადამაჯერებლად პასუხობს დასმულ შეკითხვას/შეკითხვებს სტუდენტი არასწორად პასუხობს კითხვას. 

 

  

0



  

დახურული კითხვის შეფასების კრიტერიუმები  

  

კრიტერიუმი 

ქულა

სტუდენტი სწორად პასუხობს დასმულ კითხვას, 

სტუდენტი არასწორად პასუხობს კითხვას.

0



  

 

პროექტის შესრულებისა და მისი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები (მაქსიმ. ქულა -10) 

ქულა 

პრობლემის  

განსზღვრა 

პრობლემის გადაჭრა  ანალიზი 

მომზადებული ინფორმაციის  ზეპირად და ინფორმაციული  ტექნოლოგიების გამოყენებით  გადაცემა 

სწავლის  

საჭიროებების  

განსაზღვრა 

3

პრობლემა 

გადაჭრილია  

სრულყოფილად.  

ავლენს სათანადო მასალის სრულყოფილ ცოდნას; ჩანს, რომ შესაბამისი საკითხები  

კრიტიკულად არის გააზრებული

წარმოდგენილიაპრობლემი სსრულყოფილიანალიზი - პოზიციადასაბუთებულია თანამიმდევრულიმსჯელო ბით და ლოგიკური 

დასკვნებით

 

 

2

პრობლემის 

გადაჭრისას 

დაშვებულია 

არაარსებითი ხასიათის შეცდომა. ჩანს რომ შესაბამისი საკითხები სუსტადარისგააზრებუ 

ლი

წარმოდგენილიაპრობლემი ს კარგი ანალიზი, თუმცა მსჯელობას აკლია 

თანამიმდევრულობა და ჩამოყალიბებული 

დასკვნები დასახვეწია

პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებიდეები და 

მოსაზრებები ჩამოყალიბებულია ნათლად, ინფორმაცია 

სრულყოფილად არის 

გადმოცემული. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებს 

შემოქმედებითად.

პრობლემური 

საკითხის 

გადასაჭრელად 

დამოუკიდებლად განსაზღვრა 

სწავლის 

საჭიროებები,  

მოიძია 

ხელმისაწვდომი 

სათანადო 

სასწავლო 

ლიტერატურა და შეიძინა ახალი ცოდნა



1

პრობლემის 

გადაჭრისას 

დაშვებულია არსებითი ხასიათის შეცდომა. ჩანს რომ შესაბამისი საკითხები 

არარისგააზრებული

წარმოდგენილიაპრობლემი ს სუსტი ანალიზი - მსჯელობა  

არათანამიმდევრულია,  დასკვნები 

არადამაჯერებელია

პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებიდეებისა და მოსაზრებების ფორმულირება შეიცავს არაარსებითი ხასიათის შეცდომებს, ინფორმაცია არასრულყოფილად არის გადმოცემული. ინფორმაციულ ტექნოლოგიებს იყენებს, მაგრამ არაშემოქმედებითად.

პრობლემური 

საკითხის 

გადასაჭრელად 

სწავლის 

საჭიროებების 

განსაზღვრა  

მოახერხა მხოლოდ სათანადო 

მითითებების 

საფუძველზე,  

თუმცა 

დამოუკიდებლად მოიძია 

ხელმისაწვდომი 

სათანადო 

სასწავლო 

ლიტერატურა და შეიძინა ახალი ცოდნა

0

პრობლემა არ არს გადაჭრილი

პრობლემის ანალიზი არ არის წარმოდგენილი ან ჩამოყალიბებული 

დასკვნები არსებითად 

მცდარია

პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების შესახებიდეებისა და მოსაზრებების ფორმულირება არსებითად მცდარია, ვერ ახერხებს ინფორმაციის გადმოცემას.  

ინფორმაციულ ტექნოლოგიებს არ იყენებს.

ვერ ახერხებს პრობლემური 

საკითხის 

გადასაჭრელად 

სწავლის 

საჭიროებების 

განსაზღვრას  

სათანადო 

მითითებების  

საფუძველზე,  

ხელმისაწვდომი 

სათანადო 

სასწავლო 

ლიტერატურის 

დამოუკიდებლად მოძიებასა და ახალი ცოდნის შეძენას



  

  

სავალდებულო ლიტერატურა:  

1 . მეტრეველი მ., ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის საფუძვლები, თბილისი, 2008. 471 გვ. 2 . მაისურაძე, დ;ხუციშვილი, თ; ხომერიკი, გ. დასხვ.ტურიზმის შესავალი, თბ. 2011. 206 გვ. 

დამატებითი ლიტერატურა და სხვა სასწავლო მასალა:  

  

  • ლ. ქართველიშვილი,ტურიზმისსაფუძვლები (ლექციების კურსი) თბილისი, 2006, 187გვ. 2.ლ.დოლიკაშვილი, ნ.ჩეკურიშვილი, დ.ღვინჯილია, ტურიზმის ეკონომიკა თბ 2009წ. 3.მ.ბირჟაკოვი, ტურიზმის თეორია,2008წ. 
  • 4.გ.შუბლაძე და სხვ; ტურიზმის მენეჯმენტი.2008წ. 

    5.კ. ასტახიშვილი, ტურიზმი, გამომცემლობა «განათლება», თბ., 1976.  

    6 .ბ. ბარკალაიატურიზმის განვითარების რეგიონული ასპექტები, ჟ. «ეკონომიკა», 3-4, 2000