ინფორმატიკა და გამოყენებითი ტექნოლიგია

  • ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება, რომლის მიხედვით შექმნილია პროგრამა:- ოფისის  მენეჯმენტი/ 
  • სარეგისტრაციო ნომერი, რომლის მიხედვით  შექმნილია პროგრამა:
  • პროფესიული სპეციალიზაცია/სპეციალიზაციები და მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
    საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია  მენეჯმენტი საოფისე საქმეში

    აღნიშნული კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორის ISCED-ის მიხედვით განეკუთვნება დეტალურ სფეროს „სამდივნო და საოფისე საქმის“, კოდი 0415, აღმწერი - ,, შეისწავლის ადმინისტრაციულ პროცედურებსა და პრაქტიკას, საოფისე ტექნოლოგიებს, საკანცელარიო საქმეს, სტენოგრაფიასა და ბეჭდვის უნარებს. ასევე მოიცავს სპეციალიზირებულ საოფისე/სამდივნო პროგრამებს (ბილინგვური, სამედიცინო, იურიდიული, საბუღალტრო და ა.შ.), თუ მათი მიზანია საოფისე საქმე და არა სპეციალიზაციით მომუშავე თანაშემწის მომზადება.“
  • მიზანი
    პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურადმინისტრაციულ დამხმარე პერსონალს, რომელიც შეძლებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების აქტივობების დაგეგმვას, მართვასა და დაწესებულების დოკუმენტბრუნვას.
  • დაშვების წინაპირობა/წინაპირობები:   სრული ზოგადი განათლება
  • დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
    საოფისე საქმეში საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია  დასაქმდეს საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად, ხელმძღვანელის თანაშემწედ, მდივნად. დოკუმენტაციის წარმოებასა და გარკვეული ორგანიზაციული ქვედანაყოფების ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეულის სპეციალისტად და დამხმარე მუშაკებად.
  • ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის  კოდი: 82, 82.1, 82.11.0, 82.19.0.
  • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO) კოდი: 3341
  • სტრუქტურა და მოდულები
    საოფისე საქმის სპეციალობის პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამში  59  კრედიტი, რომელთაგან 5 მოდული (15 კრედიტი) ზოგადი მოდულია, 15 მოდული  (44 კრედიტი)  - პროფესიული/დარგობრივი მოდულია. პროგრამა მოიცავს პრაქტიკის კომპონენტს 60,2%-ს, ხოლო თეორიულ კომპონენტს  22,4%.

    საოფისე საქმის პროგრამის მოცულობა ქართული ენის მოდულების გათვალისწინებით არის 89 კრედიტი.

    მოდულების - ქართული ენა  A2 და ქართული ენა B1 სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით. 



საოფისე საქმე და ღონისძიების ორგანიზება

ზოგადი მოდულები

მოდულის დასახელება

კრედიტი

1

ინფორმაციული წიგნიერება 1

3

2

ინტერპერსონალურიკომუნიკაცია

3

3

რაოდენობრივი წიგნიერება

2

4

უცხოურიენა

5

5

მეწარმეობა 2

2

სულ:

15

საერთო პროფესიული მოდულები

მოდულის დასახელება

კრედიტი

1

წერილობითტექსტთანმუშაობა

5

სულ:

5

პროფესიული მოდულები - საოფისე საქმე

მოდულის დასახელება

კრედიტი

1

გაცნობითი პრაქტიკა - საოფისე საქმე

1

2

დოკუმენტებისრეკვიზიტებისადაბლანკებისგაფორმება

2,5

3

კორესპონდენციისორგანიზება

2,5

4

საინფორმაციო-საცნობაროდოკუმენტებისწარმოება

2,5

5

ნორმატიულიაქტებისგამოყენება 

2

6

მმართველობითიდოკუმენტებისმომზადება 

3

7

დოკუმენტებისარქივისთვისგადასაცემადმომზადება

5

8

ადმინისტრაციულიასისტირება 

5

9

საორგანიზაციოდოკუმენტებისპროექტებისმომზადება 

1,5

10

საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა

2

11

საფინანსო დოკუმენტებთან მუშაობა  

1

12

საოფისე და სამეურნეო მარაგების მართვა 

3

13

მენეჯმენტის ზოგადი კონცეფციები და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება

4

14

საწარმოო პრაქტიკა - საოფისე საქმე

4

სულ:

39



 

  • სწავლის შედეგები 

 


საოფისე საქმე
კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • დაგეგმოს შეხვედრები და მივლინებები
  • მონაწილეობა მიიღოს ბიუჯეტის დაგეგმვაში
  • აწარმოოს მიმოწერა სხვადასხვა საკითხებზე
  • მოამზადოს დოკუმენტების პროექტები
  • მართოს ორგანიზაციის დოკუმენტბრუნვა
  • კოორდინირება გაუწიოს ორგანიზაციული ქვედანაყოფების საქმიანობას
  • უზრუნველყოს ინფორმაციის გაცვლა ორგანიზაციის სხვადასხვა ქვეგანყოფილებას შორის.
  •  

     

    • ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება

     

           საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შეიმუშავა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა. 

     

     

    • სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება

     

    პირს კრედიტი მიენიჭება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე, რომელიც შესაძლებელია: 

    ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით;

    ბ)არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

    გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

    არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

    განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

    განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

    ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

    ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

    განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში. 

    პროგრამის მოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

     

    მართლმეტყველება

    • საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
    • სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
    • მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
    • ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
    • ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური  საშუალებების ადეკვატურად გამოყენება  (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).

     

    მართლწერა 

    • საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
    • ძირითადი  სასვენი ნიშნების (წერტილი,  კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
    • პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
    • წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
    • არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები;
    • ინფორმაციის გადმოცემა  თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.



     

    • კვალიფიკაციის მინიჭება

     

    კვალიფიკაციისმოსაპოვებლადსტუდენტმაუნდადააგროვოსპროფესიულსაგანმანათლებლოპროგრამაშიგანსაზღვრულიმოდულებითგათვალისწინებულიკრედიტები. 

     

    • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის

     

    შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

     

     

    • ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მოქმედების ვადა

     

    • საქართველოს კანონი  - „პროფესიული განათლების შესახებ“
    • დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
    • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო

     

    პროფესიული სტანდარტი:

    • ოფისის მენეჯერის პროფესიული სტანდარტი;
    • ღონისძიების მენეჯერის პროფესიული სტანდარტი;
    • ღონისძიების დიზაინერის პროფესიული სტანდარტი.

     

    კლასიფიკატორები:

    • საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი - ეკონომიკური საქმიანობის სახეები (2016 წ.);
    • დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორი (ISCO);
    • განათლების საერთაშორისო კლასიფიკატოტი (ISCED);



     

    • პრაქტიკის ბაზები:   

     

     

  • სსიპქ.ქუთაისის N17 საჯაროსკოლახელშეკრულების№8. 16.03.2018წელი
  •  

    • შპს „მორიკა“  ხელშეკრულების№2. 22.02.2018წელი
    • სს „ნიკორა ტრეიდი“  ხელშეკრულების№9. 20.03.2018წელი

     

     

    დანართი 1. სასწავლო გეგმა

    დანართი 2. პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი

    დანართი 3.  სავალდებულო ზოგადი მოდული  რაოდენობრივი წიგნიერება

    დანართი 4. სავალდებულო ზოგადი მოდული ინფორმაციული წიგნიერება 1

    დანართი 5. სავალდებულო ზოგადი მოდული მეწარმეობა 2

    დანართი 6. სავალდებულო ზოგადი მოდული ინტერპერსონალური კომუნიკაცია

    დანართი 7. სავალდებულო ზოგადი მოდული ინგლისური ენა

    დანართი 8. საერთოპროფესიული მოდული წერილობითტექსტთანმუშაობა

    დანართი 9. სავალდებულო პროფესიული მოდული გაცნობითი პრაქტიკა - საოფისე საქმე

    დანართი 10. სავალდებულო პროფესიული მოდული საწარმოოპრაქტიკა - საოფისესაქმე

    დანართი 11. სავალდებულო პროფესიული მოდული დოკუმენტების რეკვიზიტებისა და ბლანკების გაფორმება

    დანართი 12. სავალდებულო პროფესიული მოდული დოკუმენტების არქივისთვის გადასაცემად მომზადება

    დანართი 13. სავალდებულო პროფესიული მოდული საფინანსოდოკუმენტებთანმუშაობა

    დანართი 14. სავალდებულო პროფესიული მოდული საოფისე და სამეურნეო მარაგების მართვა

    დანართი 15. სავალდებულო პროფესიული მოდული საოფისე შეხვედრებისა და ღონისძიებების დაგეგმვა

    დანართი 16. სავალდებულო პროფესიული მოდული ნორმატიული აქტების გამოყენება

    დანართი 17. სავალდებულო პროფესიული მოდული ადმინისტრაციული ასისტირება

    დანართი 18. სავალდებულო პროფესიული მოდული კორესპონდენციის ორგანიზება

    დანართი 19. სავალდებულო პროფესიული მოდული მმართველობითი დოკუმენტების მომზადება

    დანართი 20. სავალდებულო პროფესიული მოდული მენეჯმენტის ზოგადი კონცეფციები და საკადრო დოკუმენტაციის წარმოება

    დანართი 21. სავალდებულო პროფესიული მოდული საინფორმაციო-საცნობარო დოკუმენტების წარმოება

    დანართი 22. სავალდებულო პროფესიული მოდული საორგანიზაციო დოკუმენტების პროექტების მომზადება

    დანართი 23. მოდული - ქართული ენა A2

    დანართი 24. მოდული - ქართული ენა B1

    დანართი 25. მატერიალური რესურსის ჩამონათვალი