სასტუმრო საქმის მენეჯმენტი

I. სახელწოდება: სასტუმრო საქმის სპეციალისტი

II. პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეოთხე

III. მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცი: სასტუმრო საქმის სპეციალისტის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

IV. საკანონმდებლო ბაზა:

  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლებისშესახებ
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

V. კურსდამთავრებულთა კარიერული შესაშლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში როგორც დაბალი რგოლის თანამშრომლად, ისე საშუალო რგოლის ხელმძღვანელად.

VI. პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმროს საქმის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროს ყველა განყოფილების სამუშაოების ხელმძღვანელობას.

VII. სწავლის შედეგები: 

პროგრამის დასრულების შემდეგ პირსშეუძლია:

  • პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების ხელმძღვანელობა
  • დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურის უზრუნველყოფა
  • დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა
  • კვების ობიექტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობის შესრულება
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • პრობლემური სიტუაციების მართვა
  • შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი

VIII. პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

  • მოცულობა: 180 კრედიტი
  • ხანგრძლივობა: სამი აკადემიური წელი, 6 სემესტრი

IX. პროგრამის სტრუქტურა და მოდულები:

სასწავლო გეგმა
  მოდული სემესტრი ICTS
 1  კომუნიკაცია I 5
 2  რაოდენობრივი წიგნიერება I 5
 3  საინფორმაციო ტექნოლოგიები I 5
 4  მეწარმეობა I 5
5 სასტუმროს პერსონალის მართვა I 5
6 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) I 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) II 20
  სტაჟირება საქართველოში (4 კვირა) II 10
1 სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა III 5
2 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) III 5
3 სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა III 5
4 სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა III 5
5 F&B განყოფილების როლი და მართვის სპეციფიკა III 5
6 სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა III 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) IV 20
  სტაჟირება საქართველოში (4 კვირა) IV 10
1 შესყიდვები და მარაგები V 5
2 პრობლემური სიტუაციების მართვა V 5
3 კულტურულ - საგანმანათლებლო ღინისძეიბები V 5
4 პირველადი გადაუდებელი დახმარება V 5
5 ღინისძიებების გაფორმება და დიზაინი V 5
6 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) V 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) VI 20
  სტაჟირება საქართველოში (12 კვირა) VI 10
  სულ ICI5   180

X. სტაჟირება/პრაქტიკა:

სტაჟირება ხორციელდება პროფესიული კოლეჯის პარტნიორ საწარმოებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სტაჟირების დასრულების შემდეგ საწარმო ვალდებულია კოლეჯს წარუდგინოს სტაჟირების მოხსენება და შეფასება. საზღვარგარეთ და საქართველოში გავლილი პრაქტიკების შეფასების საფუძველზე მიენიჭება სტუდენტს შესაბამისი კრედიტები. 12 კვირიანი სტაჟირების სავილდებულო საათები მოიცავს 504 საათს. 4 კვირიანი პრაქტიკის ხანგრძლივობა კი - 168 საალდებულო საათია.

XI. პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება:

პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებსს კოლეჯი, პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტები.