სასტუმრო საქმის სპეციალისტი

სახელწოდება: სასტუმრო საქმის სპეციალისტი.

 

პროფესიული კვალიფიკაციის დონე ევროპულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიხედვით: მეოთხე

 

მისანიჭებელი პროფესიულიკ ვალიფიკაცია: სასტუმრო საქმის სპეციალისტის მეოთხე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაცია

 

საკანონმდებლო ბაზა:

  • საქართველოს კანონი პროფესიული განათლების შესახებ
  • ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო
  • პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება

 

კურსდამთავრებულთა  კარიერული   შესაძლებლობები: პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში როგორც დაბალი რგოლის  თანამშრომლად, ისე  საშუალო  რგოლის ხელმძღვანელად.

 

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია მოამზადოს სასტუმროს საქმის სპეციალისტი, რომელიც შეძლებს სასტუმროს ყველა განყოფილების სამუშაოების ხელმძღვანელობას.

 

სწავლის შედეგები: 

პროგრამის დასრულების შემდეგ პირსშეუძლია:

  • პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების ხელმძღვანელობა
  • დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურის უზრუნველყოფა
  • დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა
  • კვების ობიექტების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
  • სასტუმროს შიდა, მარტივი მარკეტინგული საქმიანობის შესრულება
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფა
  • პრობლემური სიტუაციების მართვა
  • შესყიდვებისა და მარაგების მონიტორინგი

 

პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა:

  • მოცულობა: 180 კრედიტი
  • ხანგრძლივობა:  სამი აკადემიური წელი, 6 სემესტრი

 

პროგრამის სტრუქტურა და მოდულები:

კურიკულუმი Lehrplan GDCQ 2021
  მოდული სემესტრი ICTS
1 კომუნიკაცია I 5
2 რაოდენობრივი წიგნიერება I 5
3 საინფორმაციო ტექნოლოგიები I 5
4 მეწარმეობა I 5
5 სასტუმროს პერსონალის მართვა I 5
6 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) I 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) II 20
  სტაჟირება საქართველოში (4 კვირა) II 10
1 სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა III 5
2 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) III 5
3 სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა III 5
4 სასტუმროს დასუფთავების მომსახურების უზრუნველყოფა III 5
5 F&B განყოფილების როლი და მართვის სპეციფიკა III 5
6 სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა III 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) IV 20
  სტაჟირება საქართველოში (4 კვირა) IV 10
1 შესყიდვები და მარაგები V 5
2 პრობლემური სიტუაციების მართვა V 5
3 კულტურულ - საგანმანათლებლო ღინისძეიბები V 5
4 პირველად გადაუდებელი დახმარება V 5
5 ღინისძიებების გაფორმება და დიზაინი V 5
6 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, თურქული) V 5
  სტაჟირება საზღვარგარეთ (12 კვირა) VI 20
  სტაჟირება საქართველოში (12 კვირა) VI 10
  სულ ICTS   180

 

სტაჟირება/პრაქტიკა: სტაჟირება ხორციელდება პროფესიული კოლეჯის პარტნიორ საწარმოებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. სტაჟირების დასრულების შემდეგ საწარმო ვალდებულია კოლეჯს წარუდგინოს სტაჟირების მოხსენება და შეფასება. საზღვარგარეთ და საქართველოში გავლლილი პრაქტიკების შეფასების საფუძველზე მიენიჭება სტუდენტს შესაბამისი კრედიტები. 12 კვირიანი სტაჟირების სავალდებულო საათები მოიცავს 504 საათს. 4 კვირიანი პრაქტიკის ხანგრძლივობა კი - 168 სავალდებულო საათია.

 

პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭება: პროფესიულ კვალიფიკაციას ანიჭებს  კოლეჯი   პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ყველა ზოგადი და პროფესიული სავალდებულო მოდულით გათვალისწინებული კრედიტები.