ბუღალტრული აღრიცხვა

რა არსი ბუღალტერია და რა ევალებათ ბუღალტერებს?

 

ბუღალტერი არის ბიზნესისათვის აუცილებელი კადრი, რომელსაც ევალება მრავალი საქმიანობა, კერძოდ, საქმე აქვს: ბიზნესის ციფრებთან, სამეწარმეო,  საგადსახადო და სააღრიცხვო დოკუმენტებში ამ ციფრების დაფიქსირებასთან. ეს ციფრები აღებულია საწარმოში მიმდინარე რეალური გრძელვადიანი ან მოკლევადიანი სამეურნეო ოპერაციებიდან, ოფიციალურად დადასტურებული ფაქტებიდან.

 

ბუღალტერი მოქმედებს კანონმდებლობის მიხედვით ანუ რაც სახელმწიფოს აქვს დადგენილი, ეხმარება კომპანიას, რომ მოწესრიგებული იყოს ფინანსური საკითხები.

 

ბუღალტრის ძირითადი მოვალეობა ნებისმიერ კომპანიაში არის: ფულის მოძრაობა სალაროში, ფულის მოძრაობა ბანკში, ინვესტიციების აღრიცხვა, მოთხოვნების აღიარება, საქონლის შეძენა, რეალიზაცია, ძირითადი საშუალებების შეძენა და მათი ცვეთა, ვალდებულებების აღრიცხვა.

 

 

  • მიზანი 

      პროგრამის მიზანია,უზრუნველყოს ისეთი პროფესიული პროგრამის დანერგვა, რომელიც მოამზადებს და შრომის ბაზარს შესთავაზებს კვალიფიციურ ბუღალტერს, რომელიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას სამეწარმეო, არასამეწარმეო, სახელმწიფო ორგანიზაციის/დაწესებულების ან პირის სააღრიცხვო პოლიტიკის დაგეგმვაში, ორგანიზებასა და წარმართვაში; ფინანსური, ბუღალტრული ანგარიშებისა და ჩანაწერების შემოწმებასა და ანალიზს, რათა უზრუნველყოს მათი შესაბამისობა დადგენილ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან; განახორციელებს ბუღალტრულ გატარებებს; შეადგენს და დადგენილი წესით წარადგენს საგადასახადო დეკლარაციებს; უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებების გადარიცხვას სახელმწიფო ბიუჯეტში; ასევე შეძლებს ფინანსურ ანგარიშგების, პირველად სააღრიცხვო და სხვადასხვა სახის ფინანსურ დოკუმენტაციის შედგენას  გარე და შიდა მომხმარებლებისათვის.

 

  • დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება 
  • დასაქმების სფერო და შესაძლებლობები 

ბუღალტრულ აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს კერძო და საჯარო უწყებებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში საბუღალტრო და საფინანსო სამსახურებში, აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში მთავარ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ/ასისტენტად, ბუღალტერ-მოანგარიშედ. შესაძლებელია თვითდასაქმებაც, კერძო პროფესიული პრაქტიკის განხორციელების გზით.    

  • სტრუქტურა და მოდულები  

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა მოიცავს 3 ზოგადიმოდულს 11 კრედიტი სმოცულობით და 16 პროფესიულ მოდულს 88 კრედიტის მოცულობით.

ბუღალტრული აღრიცხვაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტმა უნდა ადააგროვოს ჯამურად  99 კრედიტი. 

ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის მოცულობა ქართული ენის მოდულების გათვალისწინებით არის  88 კრედიტი.მოდულების - ქართული ენა  A2 და ქართული ენა B1 სავალდებულოა მხოლოდ იმ ჩარიცხული პირებისთვის, რომლებსაც არ უდასტურდებათ ქართული ენის კომპეტენცია, აღნიშნული პირებისათვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლება დაიწყება ქართული ენის მოდულით. 

 

ზოგადიმოდულები

მოდულისდასახელება

კრედიტი

1

უცხოურიენა

5

2

მეწარმეობა 3

3

3

ინფორმაციული  წიგნიერება 2

3

სულ:

11

პროფესიულიმოდულები

მოდულისდასახელება

კრედიტი

1

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები

7

2

ძირითადი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოება

3

3

სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა

9

4

კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა

5

5

საგადასახადო დეკლარირება

4

6

სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართვალდებულებები

4

7

ინვენტარიზაცია

2

8

ფინანსური ანგარიშგების შედგენა

8

9

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ეკონომიკური საქმიანობის სახეობის მიხედვით

12

10

მმართველობითი აღრიცხვა

8

11

Ms Excel

6

12

ბიზნეს ინგლისური

5

13

აუდიტის საფუძვლები

2

14

ეკონომიკური ანალიზი

5

15

გაცნობითი პრაქტიკა - ბუღალტრულიაღრიცხვა

2

16

პრაქტიკული პროექტი - ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება

6

სულ:

88

 

 

  • მისანიჭებელი კვალიფიკაციის შესაბამისი სწავლის შედეგები: 
  • შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა;
  • შეავსოს და არგუმენტირება გაუკეთოს სამუშაო ფორმებს (სააღრიცხვო დოკუმენტები);
  • აწარმოოს ბუღალტრული ოპერაციები;
  • შეავსოს და გააგზავნოს დეკლარაციები;
  • მოამზადოს ფინანსური ანგარიშგება;
  • აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვა ეკონომიკური საქმიანობის ზოგიერთი სახეობის მიხედვით;
  • აწარმოოს კონტროლი სამეურნეო სუბიექტის საბუღალტრო აღრიცხვაზე;
  • აწარმოოს მმართველობითი აღრიცხვა;
  • შეასრულოს ეკონომიკური ანალიზი.

 

 

  • ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება 

საგანმანათლებლო დაწესებულებამ ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შეიმუშავა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამა. 

 

 

  • სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება 

კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.  

 

სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია: 

ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);

ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.

არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.

განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული) სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:

ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;

ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.

განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები რეკომენდაციის სახით მოცემულია მოდულებში. 

პროგრამამოდულების, სწავლის შედეგებისა და თემატიკის კომპონენტებში ითვალისწინებს რვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას (მშობლიურ ენაზე კომუნიკაცია; უცხო ენაზე კომუნიკაცია; მათემატიკური კომპეტენცია; ციფრული კომპეტენცია; დამოუკიდებლად სწავლის უნარი; პიროვნებათშორისი, კულტურათაშორისი, სოციალური და მოქალაქეობრივი კომპეტენციები; მეწარმეობა და კულტურული გამომხატველობა), რომლებიც მნიშვნელოვანია პროფესიონალი და კონკურენტუნარიანი კადრის აღზრდისთვის. რვა საკვანძო კომპეტენციიდან ერთ-ერთი - მშობლიური/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ძირითადი ენის განვითარების მიზნით, თითოეული პროფესიული განათლების მასწავლებლის მიერ სწავლება-სწავლის პროცესში უნდა შეფასდეს ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი, კერძოდ, მართლწერისა და მართლმეტყველების წესების დაცვა შემდეგი კომპეტენციების ფარგლების გათვალისწინებით:

 

მართლმეტყველება

  • საუბრის/პრეზენტაციის დროის ლიმიტის დაცვა;
  • სათანადო პროფესიული ლექსიკის გამოყენება;
  • მოსაზრების ჩამოყალიბება გასაგებად, ნათლად და თანამიმდევრულად;
  • ადეკვატური მაგალითებისა და არგუმენტების მოყვანა;
  • ზეპირი მსჯელობისთვის დამახასიათებელი არავერბალური  საშუალებების ადეკვატურად გამოყენება  (მაგ., ჟესტიკულაცია, ინტერვალი საუბარში, ხმის ტემბრის ცვალებადობა).

მართლწერა 

  • საკავშირებელი სიტყვების სწორად გამოყენება;
  • ძირითადი  სასვენი ნიშნების (წერტილი,  კითხვისა და ძახილის ნიშნები) სწორად გამოყენება;
  • პროფესიული ლექსიკის სათანადოდ გამოყენება;
  • წერისას ტიპობრივი სტილისტური ხარვეზების აღმოფხვრა;
  • არ უნდა იქნეს გამოყენებული ენისთვის არაბუნებრივი შესიტყვებები და ლექსიკა - ბარბარიზმები, ჟარგონები;
  • ინფორმაციის გადმოცემა  თანამიმდევრულად, გასაგებად, შესასრულებელი აქტივობის შესაბამისად.

 

 

  • კვალიფიკაციის მინიჭება

 

კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრული მოდულებით გათვალისწინებული კრედიტები.

  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პროფესიული სტუდენტების სწავლებისათვის
  • შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, ასეთი პირები მოდულებზე დაიშვებიან მოდულის წინაპირობის/წინაპირობების დაძლევის გარეშე. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული კრედიტები პირს ენიჭება მხოლოდ შესაბამისი სწავლის შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ხოლო კვალიფიკაცია - მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

     

     

    • ჩარჩო დოკუმენტის შემუშავების სამართლებრივი საფუძვლები და მოქმედების ვადა 
    • საქართველოს კანონი - „პროფესიული განათლების შესახებ“
    • დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები
    • „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩო“

     

    პროფესიული სტანდარტები: 

  • ბუღალტრის პროფესიული სტანდარტი;
  • ბუღალტერ-ტექნიკოსის პროფესიული სტანდარტი.
  •  

    დანართი 1. სასწავლო გეგმა

    დანართი 2. პროგრამის განმახორციელებელი პერსონალი

    დანართი 3.  სავალდებულო ზოგადი მოდული  ინფორმაციული წიგნიერება 2

    დანართი 4. სავალდებულო ზოგადი მოდული მეწარმეობა 3

    დანართი 5. სავალდებულო ზოგადი მოდული ინგლისური ენა

    დანართი 6. სავალდებულო პროფესიული მოდული გაცნობითიპრაქტიკა - ბუღალტრულიაღრიცხვა 

    დანართი 7. სავალდებულო პროფესიული მოდული ბიზნესინგლისური

    დანართი 8. სავალდებულო პროფესიული მოდული ბუღალტრულიაღრიცხვისსაფუძვლები

    დანართი 9. სავალდებულო პროფესიული მოდული ძირითადიპირველადისააღრიცხვოდოკუმენტებისწარმოება

    დანართი 10. სავალდებულო პროფესიული მოდული ინვენტარიზაცია

    დანართი 11. სავალდებულო პროფესიული მოდული ეკონომიკური ანალიზი

    დანართი 12. სავალდებულო პროფესიული მოდულისაგადასახადო დეკლარირება

    დანართი 13. სავალდებულო პროფესიული მოდული აუდიტის საფუძვლები

    დანართი 14. სავალდებულო პროფესიული მოდული სახელმწიფო ბიუჯეტი სმიმართ ვალდებულებები

    დანართი 15. სავალდებულო პროფესიული მოდული კომპიუტერულ საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა

    დანართი 16. სავალდებულო პროფესიული მოდული მმართველობითი აღრიცხვა

    დანართი 17. სავალდებულო პროფესიული მოდული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ეკონომიკური საქმიანობის სახეობის მიხედვით

    დანართი 18. სავალდებულო პროფესიული მოდული ფინანსური ანგარიშგების შედგენა

    დანართი 19. სავალდებულო პროფესიული მოდული სააღრიცხვო მონაცემთა ბაზის შექმნა

    დანართი 20. სავალდებულო პროფესიული მოდული Ms Excel

    დანართი 21. სავალდებულო პროფესიული მოდული პრაქტიკული პროექტი - ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების მომზადება

    დანართი 22. მოდული ქართული ენა A2

    დანართი 23. მოდული ქართული ენა B1

    დანართი 24. მატერიალური რესურსის ჩამონათვალი.